воскресенье, 11 ноября 2018 г.

ტრენინგის დახმარებით შევისწავლე ,თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი.როგორ განვსაზღრო მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო.დავიწყეთ პროექტზე მუშაობა,დავგეგმეთ პროექტი,მოვახდინეთ პროექტში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ინტეგრირება.განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა დაგამოყენების მეთოდები,მათი კანონიერი გამოყენების ფარგლებში.შევქმენით მოსწავლიის პრეზენტაციის ნიმუში.გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკების ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები.
ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე ჯგუფში,რათა გავაუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების სტრადეგიები.გავეცანით მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების სტრატეგიებს.შევქმენით ფასილიტაციის პრეზენტაცია.
 დასასრულს წარმოვადგინეთ პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები და მოვამზადეთ პრეზენტაცია.
 

суббота, 10 ноября 2018 г.

განვიხილეთ თუ როგორ გამივიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშესაწყობად,როგორ დავსვათ კითხვები მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების წასახალისებლად.გავეცანით ფასილიტაციის რესურსების შექმნას.გავაკეთეთ ფასილიტაციის პრეზენტაცია.

воскресенье, 4 ноября 2018 г.

დღეს განვიხილეთ  მეექვსე მოდული დიფერენცირებული სწავლების შესახებ, გავაკეთეთ პრეზენტაციები  თემაზე:სწავლის ტიპები.განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება დაგეგმვის პროცესში.მასალების მომზადება მოსწავლეთა წარმატებისათვის.დოკუმენტების შექმნა.

суббота, 3 ноября 2018 г.

განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი,გავუზიარეთ ერთმანეთს და შევაფასეთ.განვიხილეთ უკუკავშირის სახეები,შეფასების დაგეგმვის ცხრილი,შეფასების გეგმის ჩეკლისტი,შეფასების დაგეგმვა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის,მოსწავლის შეფასების ნიმუში.